ავტორიზაცია

ლევერკუზენის ბაიერმა მწვრთნელი დაითხოვა

ლევერკუზენის ბაიერმა მწვრთნელი დაითხოვა
თარიღი 23 მარ 2021, 16:58

ლევერკუზენის „ბაიერმა“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პიტერ ბოში გაათავისუფლა.

ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდიდან ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს: გუნდი ევროპა ლიგიდან „იანგ ბოიზისგან“ გავარდა, ბუნდესლიგაში კი ბოლო 9 მატჩიდან 2 მოიგო და 5-ჯერ დამარცხდა.

სეზონის ბოლომდე, „ფარმაცევტებს“ სათავეში ჰანეს ვოლფი ედგება, რომელიც გერმანიის 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი იყო.

მისი ასისტენტის როლს პიტერ ჰერმანი შეითავსებს, რომელიც „ლევერკუზენში“ მწვრთნელის დამხმარის როლს 1989-2008 და 2009-2011 წლებში ასრულებდა.