"ტოტენჰემში თავიდანვე ერთი წლით მოვდიოდი", - ბეილი რეალში დაბრუნებას აპირებს?
„ტოტენჰემის“ შემტევმა, გარეტ ბეილმა, მადრიდის „რეალში“ დაბრუნეაბზე გააკეთა მინიშნება.
კონტრაქტით, ბეილი დღემდე მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, „ტოტენჰემში“ კი ერთწლიანი იჯარით, ამ სეზონის სტარტზე გადავიდა.
„ტოტენჰემში თავიდანვე ერთი წლით მოვედი, რათა ევროპის ჩემპიონატის წინ სათამაშო პრაქტიკა მიმეღო.
ზოგადად კი, „რეალთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და ჩემი იდეა - იქ დაბრუნებაა.“ - აღნიშნა უელსელმა.
ბეილის დაბრუნება საპრობლემო „რეალისთვის“ იმიტომაა, რომ გარდა იმისა, რომ ის ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედის, უელსელი არა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის ადგილს დაიკარგებს. თითოეულ გუნდს ასეთი მხოლოდ 3 მოთამაშის ყოლის უფლება აქვს.