VIDEO: "მოედანზე შენც უნდა იყო", - რა უთხრა რონალდუმ პეპეს მატჩის მსვლელობისას?
„იუვენტუსის“ და „პორტუს“ დაპირისპირებაში ერთი მომენტი დაფიქსირდა, რომელიც ახლა კურიოზულის შთაბეჭდილებას ტოვებს.
უეფას მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, კრიშტიანუ რონალდუ თავის ექს-თანაგუნდელს, პეპეს ეუბნება, რომ თამაში გააგრძელოს.
„ითამაშე! მოგებას ვაპირებ და ეს მოედანზე შენთან ერთად მოხდება. უნდა მოვიგო და მოედანზე შენც უნდა იყო.“ - უთხრა რონალდუმ პეპეს.
საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ მატჩი 3:2 მართლაც მოიგო, მაგრამ გუნდს ეს მეოთხედფინალში გასასვლელად არ ეყო და შემდეგ ეტაპზე „პორტუ“ გავიდა, პეპე კი მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა.