ავტორიზაცია

რატომ აფასებს იუვენტუსი რონალდუს სულ რაღაც 25 მილიონად?

რატომ აფასებს იუვენტუსი რონალდუს სულ რაღაც 25 მილიონად?
თარიღი 23 Mar 2021, 20:57

As-ის თანახმად, ტურინის "იუვენტუსი" თავის ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს სატრანსფერო ბაზარზე ამ დროისთვის 25 მილიონ ევროდ აფასებს.

შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული თანხა პორტუგალიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ არის მინიმალური და პირობითიც კი.

"ბებერი ქალბატონი" ითვალისწინებს თავისი ფორვარდის ასაკს, თუმცა შესაძლო ტრანსფერის შემთხვევაში არც მისი უფასოდ გაშვება სურს.

როგორც ვიცით, "ბიანკონერის" შვიდიანის სახელს უკავშირებენ მადრიდის "რეალს", რომლის რიგებში მან 438 შეხვედრაში გაიტანა 450 გოლი და ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგო.

ასევე იხილეთ:

რონალდუ გასული სეზონის საუკეთესო გოლის შესახებ: "საოცარი ნახტომია!"