როგორი იქნება საქართველოს ნაკრების შემადგნელობა შვედეთთან მატჩში?

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს საქართველოს ნაკრები ხვალ, შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.
საინტერესოა, როგორი იქნება ვილი სანიოლის მიერ შეჩეული სასტარტო შემადგენლობა.
GOAL.GE გთავაზობს სავარაუდო შემადგენლობას, ვინც შესაძლოა სანიოლმა ძირითადში დააყენოს.
მეკარე: გიორგი ლორია
მცველები: ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, გურამ გიორბელიძე
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი, ჯაბა კანკავა, ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე