ლაპორტამ კუმანზე გადაწყვეტილება მიიღო და ეს პირადად აცნობა - MARCA

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოან ლაპორტა პოსტზე დანიშვნის შემდეგ რონალდ კუმანს ოფიციალურად პირველად შეხვდა.
კაბინეტში მხარეებმა არა მიმდინარე სეზონი, არამედ 2021-2022 წლების სეზონი განიხილეს.
MARCA წერს, რომ პრეზიდენტმა ჰოლანდიელი მწვრთნელის მინიმუმ 2021-2022 წლებამდე შენარჩუნება გადაწყვიტა.
ასევე, ცნობილია, რომ კუმანმა ლაპორტას ტრანსფერები მოსთხოვა.
ბარსელონას ნიკოლას სირი სურს, რომელმაც ახლახან პელეს ისტორიული რეკორდი მოხსნა