ავტორიზაცია

გატუზო შესაძლოა მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

გატუზო შესაძლოა მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში ვიხილოთ
თარიღი 24 მარ 2021, 19:22

„ვულვერჰემპტონი“ მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზოს დაპატიჟების იდეას განიხილვს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „მგლების“ მწვრთნელის თანამდებობას ზაფხულში ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დატოვებს. ასეთ შემთხვევაში, „ვულვზის“ ხელმძღვანელობა გუნდში გატუზოს დაპატიჟებას შეეცდება.

რაც შეეხება თავად ჯენაროს, მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ამოეწურება და დიდი ალბათობით, მხარეები ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებენ.