"ეს ჩემთვის დიდი პატივია", - პედრი ინიესტასთან შედარებას ეხმაურება

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, პედრიმ გუნდის ექს-ფეხბურთელ ანდრეს ინიესტასთან შედარებაზე ისაუბრა.
"პედრი უნდა ვიყო. მაგრამ ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ის, ვისაც ანდრეს ინიესტას ადარებენ", - ციტირებს 18 წლის ესპანელის სიტყვებს Diario Sport.
მიმდინარე სეზონში პედრიმ ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდა ფეხბურთელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გასულ ზაფხულს "ლას პალმასიდან" ჩაირიცხა.