ავტორიზაცია

ლორისს საფრანგეთიდან ყოფილი კლუბი ეპატიჟება

ლორისს საფრანგეთიდან ყოფილი კლუბი ეპატიჟება
თარიღი 24 მარ 2021, 22:23

"ნიცა" "ტოტენჰემის" გოლკიპერ უგო ლორისით ინტერესდება, იტყობინება Goal.

"არწივები" მზად არიან "დეზების" კაპიტანი იყიდონ, რომელსაც კონტრაქტის ვადა 2022 წლის ივნისში ეწურება.

ლორისი "ნიცას" აღზრდილია, საიდანაც 13 წლის წინ "ლიონში" გადავიდა, შემდეგ კი ლონდონს მიაშურა.

მიმდინარე სეზონში 34 წლის მეკარემ ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა.