ავტორიზაცია

სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩი სტამბულში - თურქეთმა ჰოლანდია დაამარცხა [VIDEO]

თარიღი 24 Mar 2021, 23:01

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფის პირველი ტურის ეგიდით, თურქეთის ნაკრებმა ჰოლანდიას უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება თურქების გამარჯვებით დასრულდა - 4:2.

ანგარიში მე-15 წუთზე ფორვარდმა, ბურაკ ილმაზმა გახსნა, 34-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და დუბლიც გაიფორმა.

მეორე ტაიმის სტარტზევე, 46-ე წუთზე, ჰაკან ჩალჰანოღლუმ სხვაობა გამანადგურებელი გახადა, თუმცა 75-ე და 76-ე წუთებზე თურქებმა ორი გოლი გაუშვეს - ჯერ დევი კლაასენმა გაიტანა, შემდეგ კი ლუკ დე იონგმა.

81-ე წუთზე, ილმაზმა ჰოლანდიელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო, ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მატჩის ბოლო წამებზე, 95-ე წუთზე, მემფის დეპაიმ პენალტი ვერ გამოიყენა.