გურამ კაშია: "იბრაჰიმოვიჩის არ გვეშინია"

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი ჩვენი ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.
"იბრაჰიმოვიჩი ფანტასტიური ფეხბურთელია და ფეხბურთისთვის ძალიან კარგია, რომ ის ნაკრებში დაბრუნდა.
ჩემთვის მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იქნება, თან ამერიკაში უკვე ნათამაშები გვაქვს. იბრასი არ გვეშინია", - განაცხადა კაშიამ.