ფოტოები: საქართველოსთან მატჩის წინ იბრამ შვედეთის ნაკრებთან ერთად ივარჯიშა
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველო შვედეთს ესტუმრება.
შეხვედრის წინ, შვედეთის ნაკრებთან ერთად ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ივარჯიშა, რომელიც ეროვნულ გუნდს გასულ კვირას დაუბრუნდა.
სავარაუდოდ, დაბრუნების შემდეგ, 39 წლის შემტევი პირველად სწორედ საქართველოსთან გამოჩნდება.
შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება