ავტორიზაცია

დიეგო კოშტამ ახალ კლუბთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია

დიეგო კოშტამ ახალ კლუბთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია
თარიღი 25 მარ 2021, 19:45

"ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელი, დიეგო კოშტა "ბენფიკაში" გადასვლასთანაა ახლოს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კლუბმა და ესპანელმა ფორვარდმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.

32 წლის ფეხბურთელმა "როხიბლანკოსთან" იანვარში გაწყვიტა კონტრაქტი და თავისუფალი აგენტია.

მადრიდულ კლუბში კოშტა 2018 წლიდან თამაშობდა. მიმდინარე სეზონში მან 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.