ესპანეთმა საბერძნეთს ვერ მოუგო და სხვა ტოპ-მატჩები [VIDEO]
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი გრძელდება და დღეს ევროპულ მოედნებზე რამდენიმე ტოპ-მატჩი გაიმართა.
იტალიამ საკუთარ კედლებში მიიღო ჩრდილეოთ ირლანდია და მოწინააღმდეგე დაამარცხა საკმაოდ მარტივად, 2:0, დომენიკო ბერარდისა და ჩირო იმობილეს გოლებით.
იტალია 2:0 ჩრდილოეთ ირლანდია
(ბერარდი 14’, იმობილე 39’)
ინგლისმა გაამართლა ფავორიტის სტატუსი სან მარინოსთან და მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურა. დუბლი გაიფორმა დომინიკ კალვერტ-ლევინმა, თითო გოლი კი გაიტანეს ჯეიმს უარდ-პროუსმა, რაჰიმ სტერლინგმა და ოლი უიტკინსმა.
ინგლისი 5:0 სან-მარინო
(უორდ-პროუსი (14’), კალვერტ-ლიუინი (21’, 53’), სტერლინგი (31’), უოტკინსი (83’)
ესპანეთი 1:1 საბერძნეთი
(მორატა 33' - ბაკასეტასი 57’ - პენალტი)
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა.
ესპანეთის ნაკრებმა საკუთარ კედლებში საბერძნეთს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
33-ე წუთზე „ფურია როხა“ ალვარო მორატას გოლით დაწინაურდა, თუმცა 57-ზე ბერძნებმა პენალტი მოიპოვეს და უნაი სიმონის კარის აღება მოახერხეს.
დარჩენილ დროში ლუის ენრიკეს გუნდმა გოლი ვეღარ გაიტანა და შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
გერმანია 3:0 ისლანდია
(გორეცკა 3', ჰავერცი 7', გუნდოგანი 56')
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში გერმანიამ შინ ისლანდია 3:0 გაანაადგურა.
მე-3 წუთზე ანგარიში ლეონ გორეცკამ გახსნა, მეშვიდეზე კი ორამდე სხვაობა კაი ჰავერცმა გაზარდა.
შეხვედრაში წერტილი კი ილკაი გუნდოგანმა, 56-ე წუთზე დასვა და ბუნდესნაკრებს მარტივი გამარჯვება გაუნაღდა.