ავტორიზაცია

შვედეთის მწვრთნელი: "საქართველოსთან თამაშით უკმაყოფილო ვარ"

შვედეთის მწვრთნელი: "საქართველოსთან თამაშით უკმაყოფილო ვარ"
თარიღი 26 Mar 2021, 02:55

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან 1:0 წააგო.

მატჩის შემდეგ კომენტარი სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა გააკეთა.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოსთან თამაშით უკმაყოფილო ვარ. მოვიგეთ, მაგრამ ბევრი შეტევა არ გვქონია და დაცვიდან გვიწევდა თამაში.

ამაზე სამუშაო გვაქვს და ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. გასაგებია, რომ შეიძლება ერთ დღეს თამაში არ წაგივიდეს, მაგრამ ამას სისტემატიური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ, მაინც ბედნიერი ვარ, რადგან 3 ქულა მოვიპოვეთ", - განაცხადა ანდერსონმა.

როგორი სიტუაციაა საქართველოს ჯგუფში, პირველი ტურის შემდეგ?

ვინ იყო საუკეთესო და ყველაზე სუსტი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებიდან?

როგორი სტატისტიკით დასრულდა შვედეთისა და საქართველოს მატჩი?