ენრიკე: "ესპანეთთან საქართველო ეცდება ზუსტად ის იარაღი გამოიყენოს, რაც საბერძნეთმა გამოიყენა"
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთმა საბერძნეთი მიიღო და მოულოდნელად მხოლოდ 1 ქულა აიღო (1:1).
შეხვედრის შემდეგ, ესპანელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ მომდევნო შეხვედრებზე ისაუბრა, რომელთაც მისი გუნდი საქართველოსა და კოსოვს წინააღმდეგ გამართავს.
"საბერძნეთთან ფრედ დასრულებული შეხვედრა საქართველოსთან და კოსოვოსთან მატჩებისთვის არაფერს არ ცვლის. ეს თამაში უბრალოდ არანაირ გავლენას არ მოახდენს.
ვფიქრობ, რომ კვირას, საქართველოსთან მსგავსი თამაში იქნება. ვხვდებით მეტოქეს, რომელიც ზუსტად იგივე იარაღს იყენებს, რაც საბერძნეთმა გამოიყენა.
ესპანეთი? ჩვენ განვაგრძობთ შეტევითი სტილის თამაშს, როგორც წინა მატჩებში", - განაცხადა ლუის ენრიკემ და იგულისხმა, რომ საქართველოც დაცვით სტილს აირჩევს და ეცდება თავის მომენტები 100%-ით გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის მატჩი თბილისში 28 მარტს გაიმართება.
VIDEO: რა დალია იბრამ? ზლატანი სასმელს თავადაც გაკვირვებული უყურებდა
VIDEO: კაშიას ბრწყინვალე თამაში, რამაც 100%-ანი გოლისგან გვიხსნა