ავტორიზაცია

ითამაშებს რამოსი თბილისში? ესპანელმა მოედანი ნაადრევად დატოვა

ითამაშებს რამოსი თბილისში? ესპანელმა მოედანი ნაადრევად დატოვა
თარიღი 26 Mar 2021, 05:46

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესპანეთმა საბერძნეთი მიიღო და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სერხიო რამოსმა მოედანი პირველი ნახევრის შემდეგ დატოვა და 46-ე წუთზე მის ნაცვლად ინგო მარტინესი შევიდა.

ამ ფაქტის გამო, ესპანურმა პრესამ ლუის ენრიკე მიწასთან გაასწორა და ვერ მოგების ერთ-ერთ მიზეზადაც დაასახელა.

"სერხიო კარგად არის. წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რომ ის მხოლოდ 1 ტაიმს ითამაშებდა", - განაცხადა ლუის ენრიკემ და მიანიშნა, რომ რამოსი 100%-ით მზად არ იყო.

მიუხედავად ამისა, ესპანური პრესა AS ვარაუდობს, რომ რამოსს პრობლემა აქვს და უბრალოდ მეორე ნახევარში მოედანზე ვეღარ გამოვიდოდა. 

AS ეწინააღმდეგება ენრიკეს მოსაზრებას, რომ თითქოს რამოსი უბრალოდ დაასვენა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს ზუსტად 2 დღეში, 28 მარტს ხვდება და ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა მზად "რეალის" კაპიტანი "დინამო არენაზე" სათამაშოდ მზად?

VIDEO: რა დალია იბრამ? ზლატანი სასმელს თავადაც გაკვირვებული უყურებდა

VIDEO: კაშიას ბრწყინვალე თამაში, რამაც 100%-ანი გოლისგან გვიხსნა

VIDEO: ქვილითაიამ მეკარესთან პირისპირ გატანა ვერ შეძლო