ავტორიზაცია

ბენიტესი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

ბენიტესი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
თარიღი: 26 მარ 2021, 10:31

"ლივერპულის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, რაფაელ ბენიტესს ცოტა ხნის წინ საკმაოდ საინტერესო მსურველი გამოუჩნდა.

ესპანელი დამრიგებლით დაინტერესებულია მოსკოვის "სპარტაკი", რომელიც აქტიურად ეძებს ახალ თავკაცს, წერს Спорт-Экспресс-ი.

თავად მერსისაიდელთა ყოფილი მწვრთნელის პასუხი რუსეთში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, პირენეელი დამრიგებელი სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც "წითლებში", ისე მადრიდის "რეალში", მილანის "ინტერში", ლონდონის "ჩელსიში" და "ვალენსიაში".

ასევე იხილეთ:

"ამის გამეორება კლოპის გუნდსაც შეუძლია", - ბენიტესმა სტამბოლური სასწაული გაიხსენა