ავტორიზაცია

ნაკრებში საუკეთესო! - კაშიას სტატისტიკა შვედეთთან მატჩში, რომელიც გაგაოცებთ

ნაკრებში საუკეთესო! - კაშიას სტატისტიკა შვედეთთან მატჩში, რომელიც გაგაოცებთ
თარიღი 26 მარ 2021, 10:50

შვედეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრაში სტუმრების მხრიდან საუკეთესო იყო გურამ კაშია, რომელმაც 7.2 ქულა მიიღო.

გთავაზობთ ქართველი ცენტრალური მცველის სტატისტიკას - 9-ჯერ მეტოქის შეტევის განეიტრალება, 3 ართმევა, 2-დან 2 ორთაბრძოლის მოგება, 3-დან 3 საჰაერო ორთაბრძოლის მოგება, 96 შეხება, 62 პასი 78.%-იანი სიზუსტით, დარტყმის დაბლოკვა, წარმატებულად განხორციელებული ვარდნა, გამომუშავებული ჯარიმა, 4 ჩაწოდება.

აქვე დავამატებთ, რომ თბილისის "ლოკომოტივის" უკანახაზელმა "ჯვაროსნებში" ჩაატარა რიგით 82-ე მატჩი და მის ანგარიშზე ორი გოლია.

რაც შეეხება უშუალოდ "ვიკინგებთან" თამაშს, მინიმალური წაგება 0:1, წინ ესპანეთთან შეხვედრაა, რომელიც 28 მარტს გაიმართება.

ასევევ იხილეთ:

VIDEO: კაშიას ბრწყინვალე თამაში, რამაც 100%-ანი გოლისგან გვიხსნა

ვინ იყო საუკეთესო და ყველაზე სუსტი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებიდან?