ბარსელონას სატრანსფერო სიაში 5 ფეხბურთელია

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სატრანსფერო სიაში ხუთი ფეხბურთელია.
ნიდერლანდელ დამრიგებელს სურს თავდამსხმელი, კანდიდატებს შორის არიან ერლინგ ჰოლანდი და რომელუ ლუკაკუ.
ამის გარდა, "ბლაუგრანას" თავკაცი არ ივიწყებს თავის ორ ყოფილ შეგირდს, მემფის დეპაისა და ჯორჯინიო ვეინალდუმს.
კიდევ ერთი კანდიდატი არის "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველი, ერიკ გარსია, რომელიც უდიდესი ალბათობით ისედაც დაბრუნდება კატალონიაში.
ასევე იხელეთ: