პრემიერ ლიგამ მარტის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის მებრძოლი ნომინანტები დაასახელა
ცნობილი გახდა მწვრთნელები, რომლებიც პრემიერ ლიგაში მარტის საუკეთესოობისთვის იბრძოლებენ.
ინფორმაციას პრემიერ ლიგის ოფიციალური პრესსამსახური იტყობინება.
საუკეთესოთა შორტ-ლისტში შემდეგი სპეციალისტები მოხვდნენ: გრემ პოტერი (ბრაიტონი), ბრენდან როჯერსი (ლესტერი), ოლე-გუნარ სოლსკიაერი (მან.იუნაიტედი) და თომას ტუხელი (ჩელსი).
თებერვალში, საუკეთესოდ „სიტის“ მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა დასახელდა.