ავტორიზაცია

ლივერპული პსვ-ს ფორვარდისთვის ბრძოლაში გალიდერდა

ლივერპული პსვ-ს ფორვარდისთვის ბრძოლაში გალიდერდა
თარიღი 26 მარ 2021, 18:46

„ლივერპულმა“ „პსვ-ს“ ფორვარდს, დონიელ მალენს დაუმიზნა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელით „ლივერპულის“ გარდა „იუვენტუსი“ და „ინტერიც“ ინტერესდებიან, თუმცა ფავორიტი ამჟამად სწორედ „ლივერპულია“.

Transfermarkt ჰოლანდიელს 30 მილიონ ევროდ აფასებს. ერედივიზიის ამ სეზონში მალენმა 39 მატჩში 23 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.