სანჩოს ტაქტიკა! დორტმუნდი ჰოლანდში კატასტროფულ თანხას ითხოვს
დორტმუნდის „ბორუსია“ თავისი მთავარი ვარსკვლავის სანაცვლოდ უზარმაზარ თანხას ითხოვს.
გერმანული პრესის ინფორმაციით, „ფუტკრები“ ერლინგ ჰოლანდს მომავალ ზაფხულს მხოლოდ 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევიან.
„ბორუსიას“ იმედი აქვს, რომ ეს თანხა პოტენციურ მყიდველებს დააფრთხობს და ისინი ჰოლანდის მინიმუმ კიდევ ერთი წლით შენარჩუნებას შეეცდებიან.
აბსოლუტურად იგივე ტაქტიკა ჰქონდა შერჩეული „დორტმუნდს“ ჯეიდონ სანჩოს შემთხვევაში, როცა გუნდმა ინგლისელი გასულ ზაფხულს „მან.იუნაიტედში“ არ გაუშვა.