ავტორიზაცია

უდინეზეს ლიდერი ზაფხულში სერია ა-ს რომელიმე გრანდში გადავა

უდინეზეს ლიდერი ზაფხულში სერია ა-ს რომელიმე გრანდში გადავა
თარიღი 26 მარ 2021, 19:19

„უდინეზეს“ ლიდერი, როდრიგო დე პაული, ზაფხულში იტალიის ერთ-ერთ გრანდში გადავა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, არგენტინელ ფეხბურთელზე პრეტენზიას სერია ა-ს არაერთი გუნდი აცხადებს.

დე პაულმა „უდინეზეს“ ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა, რომ ახალ გამოწვევას ეძებს და მზადაა, უფრო დიდ გუნდში გადავიდეს.

მიმდინარე სეზონში დე პაულმა 18 საგოლე შანსი შექმნა, ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგია.