ავტორიზაცია

პორტუს ფორვარდი შეიძლება რომაში ან ფენერბაჰჩეში გადავიდეს

პორტუს ფორვარდი შეიძლება რომაში ან ფენერბაჰჩეში გადავიდეს
თარიღი 26 მარ 2021, 23:07

"პორტუს" ფორვარდი, მუსა მარეგა ზაფხულში შეიძლება "ფენერბაჰჩეში" ან "რომაში" გადავიდეს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

29 წლის მალელს  პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან შემტევი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.

მარეგასადმი ინტერესს "ფენერბაჰჩე" და "რომა" იჩენენ. აგენტმა თავდამსხმელი იტალიურ კლუბს შესთავაზა.

ამ სეზონში აფრიკელმა "პორტუს" რიგებში 27 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.