ბექჰემი: "ვფიქრობ, მესის, რონალდუს და ნეიმარს ამ გუნდის არჩევა არ გაუჭირდებათ"
"ინტერ მაიამის" მფლობელის, დევიდ ბექჰემის აზრით, მის კლუბს ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუს ან ნეიმარის შეძენა შეუძლია.
მოგეხსენებათ, ამ დროისთვის, 33 წლის არგენტინელი "ბარსელონაში", 36 წლის პორტუგალიელი "იუვენტუსში", ხოლო 29 წლის ბრაზილიელი "პსჟ"-ში თამაშობს.
"როცა "მაიამის" შექმნის შესახებ გამოვაცხადეთ, ყოველთვის იყო საუბრები იმის შესახებ, თუ როგორი ფეხბურთელების მიწვევას ვაპირებთ, იქნება ეს რონალდუ, მესი თუ ნეიმარი".
"ეს დისკუსიები ყოველთვის იქნება. საერთოდაც, არ ვფიქრობ, რომ ამ ფეხბურთელებს ასეთი გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდებათ, რადგან ეს შესანიშნავი ადგილია", - ციტირებს ბექჰემის სიტყვებს ESPN.