ავტორიზაცია

ჩელსის კორონა სურს

ჩელსის კორონა სურს
თარიღი 27 მარ 2021, 17:07

„ჩელსის“ „პორტუს“ ნახევარმცველის, ხესუს კორონავს შეძენა სურს.

O Jogo-ს ინფორმაციით, ფეხბურთელს გუდნთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და „ჩელსი“ იმედოვნებს, რომ მის შეძენას შედარებით დაბალ ფასად მოახერხებს.

„პორტუ“ მზადაა, კორონა 25 მილიონ ევროდ გაყიდოს. მიმდინარე სეზონში, მან პორტუგალიური გუნდის მაისურით 40 მატჩში 3 გოლი და 11 ასისტი მიითვალა.

28 წლის მექსიკელი ხესუს კორონა „პორტუში“ 2015 წლიდან ასპარეზობს, იქამდე კი მის კარიერაში „ტვენტე“ და „მონტერეი“ იყო.