ავტორიზაცია

პიანიჩი: "ბარსაში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მეორე წელსვე წავსულიყავი"

პიანიჩი: "ბარსაში არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მეორე წელსვე წავსულიყავი"
თარიღი 27 Mar 2021, 17:31

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, გუნდიდან წასვლა გამორიცხა.

ესპანურ პრესაში იწერება, რომ კატალონიელებმა ბოსნიელი ნახევარმცველი ტრანსფერზე დააყენეს.

აპირებთ „ბარსაში“ თამაშის გაგრძელებას, თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი თქვენზე არც ისე დიდ იმედებს ამყარებს?

დიახ, რა თქმა უნდა. „ბარსასთან“ კონტრაქტი იმისთვის არ გამიფორმებია, რომ შემდეგ წელსვე წავსულიყავი. აქ იმისთვის მოვედი, რომ კლუბის ისტორიაში შევიდე.

„ბარსაში“ ჩემი თამაშისა და გამარჯვებულის გამოცდილების გამო მოვხვდი, სწორედ ამის მოტანა მინდოდა კლუბში, როცა კონტრაქტს ვაფორმებდი. მითხრეს, რომ ჩემი ხასიათი და გამოცდილება ლა მასიას ბიჭების ზრდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.

იმედგაცრუებული ხართ იმით, როგორც ვითარდება მოვლენები?

მისმინეთ, მე „ბარსაში“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მოვედი და ეს ჩემი მიზანია. ამ წელს, მინდა გუნდს ოქროს დუბლის მოგებაში დავეხმარო, ასეთია ჩემი მენტალიტეტი.“ - აღნიშნა პიანიჩმა.

პიანიჩი „ბარსელონაში" 2020 წლის ზაფხულში გადავიდა, როცა „იუვენტუსმა" და „ბარსამ" ფეხბურთელები გაცვალეს - საპირისპირო მიმართულებით ბრაზილიელი არტური გაეშურა.