ავტორიზაცია

ლორია: "ვაისმა მოახერხა ის, რომ საქართველო ერთ მუშტად შეკრა"

ლორია: "ვაისმა მოახერხა ის, რომ საქართველო ერთ მუშტად შეკრა"
თარიღი 27 Mar 2021, 18:01

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ ვლადიმირ ვაისის 5-წლიანი მუშაობა შეაფასა.

"ვაისმა თავისი გამოცდილება გაგვიზიარა. ბევრი ამბობდა, რომ საქართველოს ნაკრები ერთმუშტად შეკრული არ იყო.

მან კი ის მოახერხა, რომ საქართველო ერთ გუნდად შეკრა და სწორედ აქედან წამოვიდა ერთა ლიგაზე წარმატება, სადაც სამწუხაროდ ფინალში დავმარცხდით.

აქვე დავამატებ იმას, რომ გულშემატკივრის მოედანზე დაბრუნება ძალიან მიხარია და იმედია, ყველა ერთად შევძლებთ სასურველი შედეგის დაფიქსირებას", - თქვა ლორიამ.

 

ლორია: "ესპანეთთან ორმაგად მოტივირებული ვარ"

კასილასი საქართველოსთან იბრას კარგ თამაშს გამოეხმაურა