ავტორიზაცია

ინგლისთან მატჩის წინ, პოლონეთის ნაკრების გოლკიპერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინგლისთან მატჩის წინ, პოლონეთის ნაკრების გოლკიპერს კორონავირუსი დაუდასტურდა
თარიღი 27 მარ 2021, 18:20

პოლონეთის ნაკრების მეკარეს, ლუკაშ სკოპუსკის, კორონავირუსი დაუდასტურდ.ა

ამის შესახებ პოლონეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

პოლონეთს წინ მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი აქვს - გუნდი ჯერ ინგლისს და შემდეგ ანდორას ნაკრებებს დაუპირისპირდება.

პირველ შეხვედრაში პოლონეთი უნგრეთს დაუზავდა - 3:3. მატჩის მიწურულს რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.