ავტორიზაცია

არსენალი და ვესტ ჰემი ზაგრების დინამოს ფორვარდით ინტერესდებიან

არსენალი და ვესტ ჰემი ზაგრების დინამოს ფორვარდით ინტერესდებიან
თარიღი 27 მარ 2021, 19:46

"არსენალი" და "ვესტ ჰემი" ზაგრების "დინამოს" თავდამსხმელ მისლავ ორშიჩით არიან დაინტერესებულნი, წერს Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჩაქუჩები" პოტენციური ტრანსფერის განსახილველად "დინამოს" დაუკავშირდნენ.

ხორვატული კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტაქტი ჰქონდათ "მეთოფეებსაც". Transfermarkt-ის ვერსიით, მისლავის ფასი 7,5 მილიონი ევროა.

28 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.