ავტორიზაცია

ნიუკასლი სელტიკის მცველს უმიზნებს

ნიუკასლი სელტიკის მცველს უმიზნებს
თარიღი 27 მარ 2021, 19:54

"ნიუკასლი" "სელტიკის" მცველ კრისტოფერ აიერით ინტერესდება, წერს Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი 22 წლის ნორვეგიელის თაობაზე 8 მილიონ ფუნტიან შეთავაზებას ამზადებს.

როგორც იუწყებიან, აღნიშნული ტრანსფერი შესაძლოა ზაფხულში განხორციელდეს.

2020/21 წლების სეზონში აიერმა "სელტიკის" რიგებში 40 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.