ავტორიზაცია

ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე ქართველი გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ [VIDEO]

თარიღი 27 Mar 2021, 20:41

ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, ესპანელებმა "დინამო არენაზე" დასკვნითი ვარჯიში გამართეს.

ვარჯიშის მიმდინარეობისას კი მოედანზე ქართველი გულშემატკივრები შევარდნენ.

სტადიონის დაცვის წარმომადგენლებმა მათი განეიტრალება შეძლეს და მოედნიდან მალევე გაიყვანეს.

იხილეთ ფოტოები