პოლონეთის ნაკრების გოლკიპერს კორონავირუსი დაუდასტურდა
პოლონეთის ნაკრების გოლკიპერი, ლუკაშ სკორუპსკი 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ანდორასთან გასამართი მატჩის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა, წერს ეროვნული გუნდის პრეს-ატაშე, იაკუბ კვიატკოვსკი სოციალურ ქსელში.
29 წლის მეკარემ 25 მარტის საღამოს თავი ცუდად იგრძნო. PCR ტესტის შედეგების მიღებამდე, სკორუპსკი უკვე იზოლირებული იყო.
პოლონეთის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურის მატჩს ანდორასთან 28 მარტს გამართავს.
აღნიშნული დაპირისპირება სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.