აგუეროს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელს, სერხიო აგუეროს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუ რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას.
არგენტინელი შეიძლება "ქალაქელთა" რიგებში დარჩეს, მაგრამ ყველა ვარიანტს განიხილავს, წერს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
აგრეთვე, არ არის გამორიცხული, 32 წლის სამხრეთამერიკელი უფასოდ "ბარსელონაში" გადავიდეს, რადგან "ქალაქელებთან" კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.
მიმდინარე სეზონში აგუერომ "მანჩესტერ სიტის" რიგებში 11 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.