ბეილი რეალის სამომავლო გეგმებში არ შედის
"რეალის" სამწვრთნელო შტაბის სამომავლო გეგმებში თავდამსხმელ გარეტ ბეილის ადგილი არ არის, წერს Marca.
"სამეფო კლუბი" შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. ხელმძღვანელობას სახელფასო ხარჯების გადატვირთვა სურს, რათა ზაფხულში ახალი ფეხბურთელები იყიდოს.
ბეილს "რეალთან" კონტრაქტის ვადა 2022 წლის 30 ივნისს ეწურება, სეზონის დასრულებამდე კი იჯარით "ტოტენჰემში" თამაშობს.
მიმდინარე სეზონში გარეტმა ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.