ავტორიზაცია

ევროპულ გრანდებს პსვ-ს საუკეთესო ბომბარდირი სურთ, ფავორიტი ლივერპულია

ევროპულ გრანდებს პსვ-ს საუკეთესო ბომბარდირი სურთ, ფავორიტი ლივერპულია
თარიღი: 27 მარ 2021, 23:43

ევროპული გრანდები "პსვ"-ს თავდამსხმელ დონიელ მალენით ინტერესდებიან.

22 წლის ჰოლანდიელისთვის "იუვენტუსი", "მილანი" და "ლივერპული" იბრძვიან.

როგორც La Gazzetta dello Sport იტყობინება, ეინდჰოვენელთა საუკეთესო ბომბარდირის დამატების ფავორიტი მერსისაიდული კლუბია.

ჰოლანდიის ნაკრების წევრის პოტენციური ტრანსფერი 30 მილიონ ფუნტად ფასდება.

მალენმა მიმდინარე სეზონში ერედივიზიონში 26 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.