რონალდუს პირველი კომენტარი მომხდარზე: "ასეთ დროს თავის კონტროლი რთულია"

სერბეთისა და პორტუგალიის მატჩი 2:2 დასრულდა, სადაც 94-ე წუთზე რონალდუმ გოლი გაიტანა.
ყველასათვის მოულოდნელად მთავარმა არბიტრმა ბურთი არ ჩათვალა, რომელსაც ხაზი 100%-ით ჰქონდა გადაკვეთილი.
თამაშის დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ გაბრაზებული იყო და კაპიტნის სამკლაური ძირს მოისროლა, შემდეგ კი კომენტარი გააკეთა.
"პორტუგალიის ნაკრების კაპიტნობა - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ფაქტი ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ვიღებდი და მომავალშიც მაქსიმუმს გავიღებ ჩემი ქვეყნისთვის.
თუმცა არის რთული ეპიზოდები, რა დროსაც თავის კონტროლი რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები ზარალდება", - განაცხადა რონალდუმ.
VIDEO: ხელების ქნევა, მოსროლილი სამკლაური - ასე დატოვა გაცეცხლებულმა რონალდუმ მოედანი
VIDEO: გაგიჟებული რონალდუ, რომელსაც 94-ე წუთზე კარში შესული ბურთი არ ჩაუთვალეს