ავტორიზაცია

რატომ ჩაქრა დინამო არენაზე შუქი, ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის დროს?

რატომ ჩაქრა დინამო არენაზე შუქი, ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის დროს?
თარიღი 28 Mar 2021, 04:40

გუშინ, "დინამო არენაზე" ესპანეთის ნაკრებმა ივარჯიშა, თუმცა სესია არც თუ ისე დიდხანს გაგრძელდა, რადგან სტადიონზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

გაცნობებთ, რომ ესპანელების ვარჯიში 27 მარტს, 20:30 საათზე იყო ჩანიშნული, რა დროსაც ერთი საინტერესო ფაქტი ემთხვევა.

ყოველ წელიწადში 1-ხელ, 1 საათით აღინიშნება დედამიწის საათი, რა დროსაც მსოფლიოს მოსახლეობა ელექტროენერგიას არ მოიხმარს. 2021 წელს, ეს თარიღი ზუსტად 27 მარტის, 20:30-21:30 საათი აღმოჩნდა (თბილისის დროით).

აღსანიშნავია, რომ გუშინ ზუსტად 20:30 საათზე თბილისის ანძის განათებაც შეჩერდა. ასევე, განათება გაითიშა პარლამენტის შენობაზეც.

ესპანური გამოცემა As წერს, რომ ფეხბურთელებმა საშხაპეშიც საკუთარი მობილურის ფარნები გამოიყენეს, რაც იმას მიანიშნებს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება მალევე არ აღდგა.

GOAL.GE დაუკავშირდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, სადაც უარყოფენ ფაქტს, რომ ელექტროენერგია დედამიწის საათის გამო გაითიშა. ფედერაცია განმარტავს, რომ 20:30 საათისთვის "დინამო არენაზე" ტექნიკური ხარვეზი იყო.

VIDEO: დინამო არენაზე ესპანეთის ნაკრების ვარჯიშის დროს შუქი ჩაქრა