ავტორიზაცია

"ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი", - კეინმა ტოტენჰემიდან წასვლა არ გამორიცხა

"ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი", - კეინმა ტოტენჰემიდან წასვლა არ გამორიცხა
თარიღი 28 Mar 2021, 11:32

„ტოტენჰემის“ ლიდერმა, ჰარი კეინმა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

ბოლო დროს იწერება, რომ ტიტულების მოგების სურვილის გამო, ინგლისელი ფეხბურთელი მშობლიური გუნდის დატოვებაზე დაფიქრდა.

„ვფიქრობ, ახლა ჩემს მომავალზე საუბარი რთულია. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ჩემი ყურადღება ინგლისის ნაკრების მატჩებსა და „ტოტენჰემთან“ ერთად სეზონის ჩამთავრებაზე იყოს კონცენტრირებული, შემდეგ იქნება ევროპის ჩემპიონატი.

მუდმივად რომ სატრანსფერო ჭორებზე ვფიქრობდე, საკუთარ თავს გავინადგურებდი. მომწონს, როცა ერთ საქმეზე ვარ კონცენტრირებული. ამჟამად, ეს საქმე - „დეზებთან“ ერთად სეზონის კარგად დასრულებაა, ინგლისთან ერთად მატჩების მოგება და შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა.

მომისმინეთ, ამ ვარაუდებისგან თავის მოშორებით დაჭერას ვცდილობ, იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. საქმეზე ბოლომდე ვარ კონცენტრირებული ზაფხულის ბოლომდე და შემდეგ კი ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი.“ - აღნიშნა კეინმა.