ავტორიზაცია

"მირჩევნია საფრანგეთის ქვედა ლიგებში ვითამაშო, ვიდრე ბარსაში სკამზე ვიჯდე", - ბარსელონას მცველი

"მირჩევნია საფრანგეთის ქვედა ლიგებში ვითამაშო, ვიდრე ბარსაში სკამზე ვიჯდე", - ბარსელონას მცველი
თარიღი 28 მარ 2021, 12:17

„ბარსელონას“ მცველმა, ჟან-კლერ ტოდიბომ, რომელიც ამჟამად „ნიცაში“ იჯარით ასპარეზობს, სათამაშო პრაქტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საშინელებაა „ბარსელონაში“ გადასვლა და სკამზე ჯდომა. მირჩევნია, საფრანგეთის ქვედა ლიგებში ვითამაშო, ვიდრე „ბარსას“ სკამზე ვიჯდე.

„ბარსელონაში“ ტრანსფერი - სიგიჟეა, მაგრამ მე მხოლოდ 5 მატჩში ვითამაშე. ეს არ არის რეალობა, ეს სიყალბეა. 2019 წელს ესპანეთის ჩემპიონი გავხდი, მაგრამ გუნდს ვერაფრით დავეხმარე. ვფიქრობ, უფრო მეტის მიღწევას მოვახერხებ.“ - ციტირებს ტოდიბოს სიტყვებს RMC Sport.

ტოდიბო „ბარსელონაში“ 2019 წელს, „ტულუზადან“ გადავიდა, თუმცა შემდეგ გუნდი რამდენჯერმე იჯარით დატოვა - ჯერ „შალკეში“, შემდეგ „ბენფიკაში“ და ახლა „ნიცაში“.