ავტორიზაცია

"არარეალური გოლი გავუშვით" - კვარაცხელია მატჩის შემდეგ

"არარეალური გოლი გავუშვით" - კვარაცხელია მატჩის შემდეგ
თარიღი 28 მარ 2021, 22:14

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 2:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.

"თამაშს დადებითაც შევაფასებდით, კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბოლოს არარეალური გოლი გავუშვით.

პირადად ჩემს თამაშსაც დადებითაც შევაფასებ, თუმცა ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ და ყოველთვის მეტი მინდა.

კარგია, რომ მოედანს გულშემატკივარი დაუბრუნდა. ისინი 90 წუთი გაუჩერებლად გვქომაგობდნენ და მადლობა ამისთვის", - განაცხადა კვარამ.