ლუის ენრიკე: "ქართველებს ასეთი გაბედულობა გულშემატკივარმა მისცა"
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"ძალიან რთული მატჩი იყო. საბერძნეთთან წავაგეთ, მაგრამ სიმართლე ვთქვა, ეს მატჩი უფრო რთული იყო.
საქართველოს ნაკრებმა მაღალი ხარისხის ფეხბურთი ითამაშა და დაცვაში კარგად იდგნენ. კარგია, რომ საბოლოოდ ჩვენ მოვიგეთ.
ნაკრები მატჩიდან მატჩამდე იზრდება. ფაქტია, ისინი შვედეთთან მატჩზე უკეთესები იყვნენ.
ნათელია, რომ ხარისხი იზრდება. ვფიქრობ, ასეთი გაბედულობა ქართველებს შინ თამაშმა და გულშემატკივარმა მისცა", - განაცხადა ენრიკემ.