ავტორიზაცია

რამდენად სერიოზულია ლევანდოვსკის ტრავმა?

რამდენად სერიოზულია ლევანდოვსკის ტრავმა?
თარიღი 29 მარ 2021, 10:56

პოლონეთისა და ანდორის ეროვნული ნაკრებების შეხვედრის დროს მასპინძელთა კაპიტანმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ტრავმა მიიღო.

"არწივების" ლიდერი შეცვლილი იქნა 63-ე წუთზე, რის შემდეგაც მან ტრავმირებულ მუხლზე მოგვიანებით ყინულიც კი დაიდო.

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელის დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუმცა ის უდიდესი ალბათობით ინგლისთან მატჩს გამოტოვებს.

დღეს, 29 მარტს, "თეთრ-წითლების" ცხრიანი ჩაიტარებს დეტალურ გამოკვლევას, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ როდის დაბრუნდება ის.

ასევე იხილეთ: