ავტორიზაცია

სევილიას თავდამსხმელს თვალი პრემიერ ლიგის კლუბმა დაადგა

სევილიას თავდამსხმელს თვალი პრემიერ ლიგის კლუბმა დაადგა
თარიღი 29 მარ 2021, 11:01

"სევილიას" თავდამსხმელმა, ლუკას ოკამპოსმა კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Football Insider.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის არგენტინელი "ლიდსის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც იუწყებიან, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 62 მილიონ ფუნტს შეადგენს, მაგრამ ანდალუსიელები მზად არიან შედარებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ გაყიდონ.

2020/21 წლების სეზონში ოკამპოსმა "სევილიას" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.