ავტორიზაცია

ჯენოას მარსელის ნახევარმცველის შესყიდვა უნდა

ჯენოას მარსელის ნახევარმცველის შესყიდვა უნდა
თარიღი 29 მარ 2021, 11:22

"მარსელის" ნახევარმცველმა, კევინ სტროტმანმა კარიერა შეიძლება იტალიის ჩემპიონატში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელით "ჯენოაა" დაინტერესებული. 31 წლის ჰოლანდიელი შეიძლება იტალიური კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდეს, სადაც ამჟამად იჯარით ირიცხება.

როგორც აღინიშნება, გენუელები მზად არიან ნახევარმცველს წლიურად 3 მილიონი ევრო უხადონ ხელფასი სახით.

მიმდინარე სეზონში სტროტმანმა სერია ა-ში 11 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.