ავტორიზაცია

გრანადა რეალის გოლკიპერს უმიზნებს

გრანადა რეალის გოლკიპერს უმიზნებს
თარიღი 29 მარ 2021, 12:06

"რეალის" მეკარემ, ანდრეი ლუნინმა კარიერა შეიძლება "გრანადაში" გააგრძელოს, წერს Grada3.

კლუბი რუი სილვას შემცვლელს ეძებს, რომელსაც კონტრაქტის ვადა ეწურება.

მიმდინარე სეზონში 22 წლის უკრაინელს ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ესპანეთის თასზე "ალკოიანოს" (1:2) წინააღმდეგ.

თებერვალში გავრცელებული ინფორმაციით, ლუნინს სათამაშო პრაქტიკის გამო "სამეფო კლუბის" დატოვება უნდა.

ახალგაზრდა გოლკიპერს "რეალთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წელს ეწურება.