ავტორიზაცია

გრანადა 35 წლის სოლდადოს და 38 წლის მოლინას შეინარჩუნებს

გრანადა 35 წლის სოლდადოს და 38 წლის მოლინას შეინარჩუნებს
თარიღი 29 მარ 2021, 12:11

"გრანადა" გუნდის ვეტერანი თავდამსხმელების, ხორხე მოლინასა და რობერტო სოლდადოს შენარჩუნებას გეგმავს, მიუხედავად მათი სოლიდური ასაკისა, წერს AS.

ფორვარდები მიმდინარე სეზონში წარმატებით ასპარეზობენ. 38 წლის მოლინამ ყველა ტურნირზე ერთად 40 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, 35 წლის სოლდადომ კი 35 შეხვედრაში ასევე 11 ბურთი შეაგდო.

მოლინას კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება, სოლდადოს კი ამ ზაფხულს, თუმცა ხელშეკრულება შეიძლება ავტომატურად გახანგრძლივდეს, თუ კიდევ სამ მატჩს ჩაატარებს და თითოეულში მოედანზე მინიმუმ 45 წუთს გაატარებს.

აღსანიშნავია, რომ სოლდადოს 36 წელიწადი მაისში უსრულდება, ხოლო მოლინა აპრილში 39 წლის ხდება.