ავტორიზაცია

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ბოლო 24 საათის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია!

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში ბოლო 24 საათის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია!
თარიღი 29 მარ 2021, 18:17

ესპანეთის ნაკრებში გატანილი გოლით, ხვიჩამ სახელი მსოფლიოში გაითქვა.

გუშინდელი მატჩის შემდეგ, ხვიჩას სახელი პოპულარულ ვებ-გვერდ Transfermarkt-ზე ყველაზე ნახვადია.

ბოლო 24 საათში მოძებნილი ფეხბურთელების ათეულში ხვიჩა გალიდერდა და ისეთ ფეხბურთელებს ასწრებს, როგორებიც ერლინგ ჰოლანდი, ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და კილიან მბაპე არიან.

ამჟამინდელი ათეული ასე გამოიყურება:

1. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)

2. ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია)

3. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) 

4. იბრაიმა კონატე (საფრანგეთი)

5. ლეო მესი (არგენტინა)

6. ოზან ტუფანი (თურქეთი)

7. კილიან მბაპე (საფრანგეთი)

8. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)

9. ანდრე სილვა (პორტუგალია)

10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი).