საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბელარუსი გაანადგურა!

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში თანატოლ ბელარუსის ნაკრებს 4:1 მოუგო.
მატჩის მე-5 წუთზე ანგარიში გიორგი გულიაშვილმა გახსნა, თუმცა ბელარუსებმა 13-ზე წონასწორობა სუპრანოვიჩის დახმარებით აღადგინეს.
მეორე ტაიმში კი შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე მხოლოდ საქართველოს ნაკრები იყო, რომელმაც მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა.
თავის გამოჩენა იაკობიძემ, ისევ გულიაშვილმა და შეყილაძემ მოახერხეს და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს კომფორტული გამარჯვება მოუტანეს.